Saturday, April 16, 2016

მეხუთე დღე - რეფლექსია

დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები. მინდა ავღნიშნო, რომ ტრენერს ძალიან კარგად ესმის, ის რასაც გვასწავლის. ყველა საგნის მასწავლებელს ზუსტად მორგებულ დამხმარე რესურსებს და მითითებებს  გვთავაზობს.
ბევრი ვიმუშავეთ შეფასებებზე. განვიხილეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები.  რომელი რუბრიკა რა შემთხვევში შეიძლება გამოვიყენოთ. დავალებად დაგვევალა შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის გაკეთება. 
დღევანდელი დღე საინტერესო იყო ჩემთვის, ვინაიდან გავვეცანი მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს და გავიგე ასევე ინტენეტ მისამართები სადაც უამრავი მასალაა თავმოყრილი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.ჩემთვის კარგი დამხმარე მასალაა.

No comments:

Post a Comment