Sunday, May 15, 2016

მეცხრე დღე - რეფლექსია

დავასრულე საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი.  ყველა მასალა ავტვირთე ინტერნეტში. ტრეინინგი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ტრენერის დახმარებით ყველაფრის გაკეთება შევძელი. ბატონი დავითი ზუსტ მითითებებს მაძლევდა და მეხმარებოდა, რისთვისაც მადლობა მას. ტრენინგის განმავლობაში მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, ვინაიდან პროექტებით სწავლება მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას სწავლისადმი და სასწავლო პროცესი მათთვის უფრო სახალისო და საინტერესო ხდება.  ასევე გავეცანი უამრავ  საჭირო რესურსს.
ტრენინგის განმავლობაში გავიცანი საინტერესო მასწავლებლები, რომლებიც სიამოვნებით ვეხმარებოდით ერთმანეთს და ვუზიარებდით საკუთარ გამოცდილებას. 
დიდი მადლობა ბატონ დავითს დახმარებისა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხისათვის.

Saturday, May 14, 2016

მერვე დღე - რეფლექსია

ტრეინინგი დასასრულისკენ მიდის. უკვე მერვე დღეა, დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე. განვიხილეთ ასევე სხვადასხვა საინტერესო რესურსები. ავტვირთე პროექტის გეგმა და პრეზენტაცია. 

Saturday, April 23, 2016

მეშვიდე დღე - რეფლექსია

დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, თითქმის მოვრჩი ძირითადი ნაწილი. ავტვირთე შეფასების რუბრიკები, რომლის მიხედვითაც მოვახდენ პროექტის მსვლელობისას მოსწავლეების შეფასებას. ასევე ავტვირთე შესაბამისი სურათები. 

Sunday, April 17, 2016

მეექვსე დღე - რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. გამოვყავი პროექტის ეტაპები, რა ეტაპზე რომელ აქტივობას განახორციელებენ მოსწავლეები. ვისწავლე როგორ გამოვაქვეყნო  My Drive - ში განთავსებული მასალა ბლოგზე. გავიგე როგორ გავუზიარო სხვას საჭირო მასალა. რასაც გამოვიყენებ მოსწავლეებთან. ასევე ვისწავლე მეილიდან როგორ გადავიდე Translate - ში და ვთარგმნო ტექსტი ჩემთვის სასურველ ენაზე. 
დღევანდელი დღეც საინტერესო და ინფორმაციული იყო. 

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე.

Saturday, April 16, 2016

მეხუთე დღე - რეფლექსია

დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები. მინდა ავღნიშნო, რომ ტრენერს ძალიან კარგად ესმის, ის რასაც გვასწავლის. ყველა საგნის მასწავლებელს ზუსტად მორგებულ დამხმარე რესურსებს და მითითებებს  გვთავაზობს.
ბევრი ვიმუშავეთ შეფასებებზე. განვიხილეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები.  რომელი რუბრიკა რა შემთხვევში შეიძლება გამოვიყენოთ. დავალებად დაგვევალა შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის გაკეთება. 
დღევანდელი დღე საინტერესო იყო ჩემთვის, ვინაიდან გავვეცანი მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს და გავიგე ასევე ინტენეტ მისამართები სადაც უამრავი მასალაა თავმოყრილი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.ჩემთვის კარგი დამხმარე მასალაა.

Sunday, April 10, 2016

მეოთხე დღე - რეფლექსია

დღეს ვიმუშავე პროექტის  გეგმაზე. დავწერე მიზნები და  შევუსაბამე სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დავსვი აღნიშნული ტიპის კითხვები ჩემი პროექტის ირგვლივ.
ტრენერმა გვასწავლა თუ როგორ ვიმუშაოთ Google Drive - ში. ვიმუშავე My Drive - ში. შევქმენი საქაღალდეები. გავიგე როგორ შევინახო მასალები, გადმოვწერო, წავშალო ან სხვას გაუზიარო. ვისწავლე რომ შემიძლია ინტერნეტში My Drive - ში  გამოვიყენო საოფისე პროგრამები  რაც შეინახება ავტომატურად. 
ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩემთვის და გამოვიყენებ მოსწავლეებთან.ასევე ჩემთვის საინტერესო მასალებსაც შევინახავ My Drive - ში. 
ეს ტრეინინგი ჩემთვის არის ძალიან  საჭირო და საინტერესო, ბევრი ვისწავლე და შემდეგ დღეებშიც ველოდები მეტის გაგებას. მაინტერესებს როგორ ავტვირთო ბლოგზე სხვადასხვა მასალა, რომ მოსწავლეებსაც ავატვირთინო თავიანთი ნაშრომები.
ჩვენი ტრენერი ყველა კითხვაზე  ამომწურავად და გასაგებად მპასუხობს.