დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. დავწერე მიზნები და შევუსაბამე სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დავსვი აღნიშნული ტიპის კითხვები ჩემი პროექტის ირგვლივ.
ტრენერმა გვასწავლა თუ როგორ ვიმუშაოთ Google Drive - ში. ვიმუშავე My Drive - ში. შევქმენი საქაღალდეები. გავიგე როგორ შევინახო მასალები, გადმოვწერო, წავშალო ან სხვას გაუზიარო. ვისწავლე რომ შემიძლია ინტერნეტში My Drive - ში გამოვიყენო საოფისე პროგრამები რაც შეინახება ავტომატურად.
ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩემთვის და გამოვიყენებ მოსწავლეებთან.ასევე ჩემთვის საინტერესო მასალებსაც შევინახავ My Drive - ში.
ეს ტრეინინგი ჩემთვის არის ძალიან საჭირო და საინტერესო, ბევრი ვისწავლე და შემდეგ დღეებშიც ველოდები მეტის გაგებას. მაინტერესებს როგორ ავტვირთო ბლოგზე სხვადასხვა მასალა, რომ მოსწავლეებსაც ავატვირთინო თავიანთი ნაშრომები.
ჩვენი ტრენერი ყველა კითხვაზე ამომწურავად და გასაგებად მპასუხობს.
No comments:
Post a Comment