Sunday, May 15, 2016

მეცხრე დღე - რეფლექსია

დავასრულე საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი.  ყველა მასალა ავტვირთე ინტერნეტში. ტრეინინგი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ტრენერის დახმარებით ყველაფრის გაკეთება შევძელი. ბატონი დავითი ზუსტ მითითებებს მაძლევდა და მეხმარებოდა, რისთვისაც მადლობა მას. ტრენინგის განმავლობაში მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, ვინაიდან პროექტებით სწავლება მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას სწავლისადმი და სასწავლო პროცესი მათთვის უფრო სახალისო და საინტერესო ხდება.  ასევე გავეცანი უამრავ  საჭირო რესურსს.
ტრენინგის განმავლობაში გავიცანი საინტერესო მასწავლებლები, რომლებიც სიამოვნებით ვეხმარებოდით ერთმანეთს და ვუზიარებდით საკუთარ გამოცდილებას. 
დიდი მადლობა ბატონ დავითს დახმარებისა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხისათვის.

Saturday, May 14, 2016

მერვე დღე - რეფლექსია

ტრეინინგი დასასრულისკენ მიდის. უკვე მერვე დღეა, დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე. განვიხილეთ ასევე სხვადასხვა საინტერესო რესურსები. ავტვირთე პროექტის გეგმა და პრეზენტაცია.