Sunday, April 3, 2016

პირველი დღე - რეფლექსია

გავეცანი Intel - ის ძირითად პროგრამას,  პროგრამაში მუშაობის წესებს.განვიხილეთ პროექტებით სწავლების - მოდული 1. ვნახეთ უამრავი საინტერესო ელექტრონული რესურსი. მათ შორის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის თითეული პუნქტი, სხვადასხვა პროექტების და ბუკლეტების ნიმუშები, ბუკლეტების შაბლონი. გავეცანი სხვადასხვა  პროექტის, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის და ა.შ. შეფასების რუბრიკებს. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. მაგ. სათავგადასავლო ექსპედიცია აფრიკაში.ასევე სხვადასხვა პროექტის გეგმა.
აქამდეც ვიცოდი, რომ პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას სწავლისადმი და მნიშვნელოვანია წარმატებულ შედეგზე გასასვლელად . აქამდეც გამიკეთებია პროექტი და აქტიურად ჩართულან მოსწავლეები , მაგრამ ვფიქრობ დღევანდელი დღიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანა მომიწევს ჩემი პროექტის სტრუქტურაში. დღეს განხილული რესურსები დამეხმარება ვფიქრობ.
ტრეინინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულო იყო. ცოტა რთული მომეჩვენა მაგრამ იმედი მაქვს ტრენერის დახმარებით შევძლებ ყველაფრის გაკეთებას.ცოტა დავიღალე კიდეც მაგრამ არაუშავს,ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. მოუთმენლად ველოდები ტრეინინგის მომდევნო დღეებს.

No comments:

Post a Comment