დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, თითქმის მოვრჩი ძირითადი ნაწილი. ავტვირთე შეფასების რუბრიკები, რომლის მიხედვითაც მოვახდენ პროექტის მსვლელობისას მოსწავლეების შეფასებას. ასევე ავტვირთე შესაბამისი სურათები.
Saturday, April 23, 2016
Sunday, April 17, 2016
მეექვსე დღე - რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. გამოვყავი პროექტის ეტაპები, რა ეტაპზე რომელ აქტივობას განახორციელებენ მოსწავლეები. ვისწავლე როგორ გამოვაქვეყნო My Drive - ში განთავსებული მასალა ბლოგზე. გავიგე როგორ გავუზიარო სხვას საჭირო მასალა. რასაც გამოვიყენებ მოსწავლეებთან. ასევე ვისწავლე მეილიდან როგორ გადავიდე Translate - ში და ვთარგმნო ტექსტი ჩემთვის სასურველ ენაზე.
დღევანდელი დღეც საინტერესო და ინფორმაციული იყო.
Saturday, April 16, 2016
მეხუთე დღე - რეფლექსია
დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები. მინდა ავღნიშნო, რომ ტრენერს ძალიან კარგად ესმის, ის რასაც გვასწავლის. ყველა საგნის მასწავლებელს ზუსტად მორგებულ დამხმარე რესურსებს და მითითებებს გვთავაზობს.
ბევრი ვიმუშავეთ შეფასებებზე. განვიხილეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები. რომელი რუბრიკა რა შემთხვევში შეიძლება გამოვიყენოთ. დავალებად დაგვევალა შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის გაკეთება.
დღევანდელი დღე საინტერესო იყო ჩემთვის, ვინაიდან გავვეცანი მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს და გავიგე ასევე ინტენეტ მისამართები სადაც უამრავი მასალაა თავმოყრილი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.ჩემთვის კარგი დამხმარე მასალაა.
Sunday, April 10, 2016
მეოთხე დღე - რეფლექსია
დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. დავწერე მიზნები და შევუსაბამე სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დავსვი აღნიშნული ტიპის კითხვები ჩემი პროექტის ირგვლივ.
ტრენერმა გვასწავლა თუ როგორ ვიმუშაოთ Google Drive - ში. ვიმუშავე My Drive - ში. შევქმენი საქაღალდეები. გავიგე როგორ შევინახო მასალები, გადმოვწერო, წავშალო ან სხვას გაუზიარო. ვისწავლე რომ შემიძლია ინტერნეტში My Drive - ში გამოვიყენო საოფისე პროგრამები რაც შეინახება ავტომატურად.
ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩემთვის და გამოვიყენებ მოსწავლეებთან.ასევე ჩემთვის საინტერესო მასალებსაც შევინახავ My Drive - ში.
ეს ტრეინინგი ჩემთვის არის ძალიან საჭირო და საინტერესო, ბევრი ვისწავლე და შემდეგ დღეებშიც ველოდები მეტის გაგებას. მაინტერესებს როგორ ავტვირთო ბლოგზე სხვადასხვა მასალა, რომ მოსწავლეებსაც ავატვირთინო თავიანთი ნაშრომები.
ჩვენი ტრენერი ყველა კითხვაზე ამომწურავად და გასაგებად მპასუხობს.
Saturday, April 9, 2016
მესამე დღე - რეფლექსია
დდ
დღეს პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ. პროექტზე მუშაობა საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთის, ამიტომ მოსწავლეებსაც ჩავრთავ პროექტში, რაც უფრო საინტერესოს გახდის მათთვის სასწავლო პროცესს.
მოსწავლეებს შევუქმენი ბლოგები და მეილები, რაც საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და ვაპირებთ განათავსონ სხვადასხვა ინფორმაცია საკუთარ ბლოგზე. აქტივობებში მონაწილეობის და პრეზენტაციის მასალებს განათავსებენ ბლოგზე .
მოსწავლეებს შევუქმენი ბლოგები და მეილები, რაც საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და ვაპირებთ განათავსონ სხვადასხვა ინფორმაცია საკუთარ ბლოგზე. აქტივობებში მონაწილეობის და პრეზენტაციის მასალებს განათავსებენ ბლოგზე .
Sunday, April 3, 2016
მეორე დღე - რეფლექსია
დღევანდელი დღეც საინტერესო იყო. ვისწავლე ბლოგზე მუშაობა, როგორ განვათავსო ინფორმაცია, წავშალო, დავამატო. ძალიან კარგი რესურსია და ვფიქრობ მოსწავლეებსაც გავაკეთებინო ბლოგი, სადაც განათავსებენ თავიანთ ნაშრომებს.
გავეცანი Google - ს მენიუს, აღმოვაჩინე ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც აქამდე არ ვიცოდი და რომელსაც გამოვიყენებ. გავიგე ახალი ვეგ-გვერდები რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. განვიხილეთ პროექტის იდეები. დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმის შევსება. ტრენერმა მოგვცა დავალება, რომელსაც იმედი მაქვს თავს გავართმევ.
პირველი დღე - რეფლექსია
გავეცანი Intel - ის ძირითად პროგრამას, პროგრამაში მუშაობის წესებს.განვიხილეთ პროექტებით სწავლების - მოდული 1. ვნახეთ უამრავი საინტერესო ელექტრონული რესურსი. მათ შორის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის თითეული პუნქტი, სხვადასხვა პროექტების და ბუკლეტების ნიმუშები, ბუკლეტების შაბლონი. გავეცანი სხვადასხვა პროექტის, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის და ა.შ. შეფასების რუბრიკებს. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. მაგ. სათავგადასავლო ექსპედიცია აფრიკაში.ასევე სხვადასხვა პროექტის გეგმა.
აქამდეც ვიცოდი, რომ პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას სწავლისადმი და მნიშვნელოვანია წარმატებულ შედეგზე გასასვლელად . აქამდეც გამიკეთებია პროექტი და აქტიურად ჩართულან მოსწავლეები , მაგრამ ვფიქრობ დღევანდელი დღიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანა მომიწევს ჩემი პროექტის სტრუქტურაში. დღეს განხილული რესურსები დამეხმარება ვფიქრობ.
ტრეინინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულო იყო. ცოტა რთული მომეჩვენა მაგრამ იმედი მაქვს ტრენერის დახმარებით შევძლებ ყველაფრის გაკეთებას.ცოტა დავიღალე კიდეც მაგრამ არაუშავს,ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. მოუთმენლად ველოდები ტრეინინგის მომდევნო დღეებს.
ტრეინინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულო იყო. ცოტა რთული მომეჩვენა მაგრამ იმედი მაქვს ტრენერის დახმარებით შევძლებ ყველაფრის გაკეთებას.ცოტა დავიღალე კიდეც მაგრამ არაუშავს,ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. მოუთმენლად ველოდები ტრეინინგის მომდევნო დღეებს.
Subscribe to:
Posts (Atom)